h1

ქართული კლავიატურის დაყენება iOS 5-ზე

ნოემბერი 24, 2011

ბევრს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, თუ რამდენი ვიქექე გუგლში, იოსის ბეტა 6-სა (ბოლო ვერსია სადაც ქართული კლავიატურა იყო ოფიციალურად) და რელიზის ფაილურ სისტემაში. საბოლოოდ დავასკვენი, რომ ქართული კლავიატურა უბრალოდ “დამალულია” და შესაბამისი პარამეტრების ჩაწერით გააქტიურებადი. მინდა ვთქვა, რომ ეს მეთოდი გამოცდილი მაქვს მხოლოდ iPod Touch-ზე, მაგრამ iPhone-სა და iPad-ზეც იმუშავებს სავარაუდოდ.

მაშ ასე, როგორ გავააქტიუროთ ქართული კლავიატურა:
  1. შეართეთ თქვენი iOS 5 ხელსაწყო კომპიუტერთან და iTunes-ით დააბექაფეთ ლოკალურად.

  2. გამორთეთ iTunes გართულებების თავიდან ასაცილებლად.
  3. ჩამოქაჩეთ iBackupBot აქედან და დააინსტალირეთ.
  4. ჩართეთ iBackupBot და მონიშნეთ ბოლო ბექაფი. მარჯვენა ჩარჩოში დაძებნეთ ფაილი .GlobalPreferences.plist და დააწკაპუნეთ  ორჯერ. გამოვა რეგისტრაციასთან დაკავშირებული რაღაც ფანჯარა, სადაც დააჭერთ cancel-ს.

  5. გამოსულ  ჩარჩოში იპოვოთ კლავიატურის პარამეტრის ჩანაწერი <key>AppleKeyboards</key> და ჩაამატეთ <string>ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic</string> სტრიქონი array თეგებს შორის და დაასეივეთ.

  6. ჩართეთ iTunes და აღადგინეთ პარამეტრები ბექაფიდან.

  7. დაელოდეთ სანამ iTunes აღადგენს ბექაფს და თქვენი iDevice გადაიტვირთება.
  8. სულ ეს იყო! შეგიძლიათ დასტკბეთ ქართული ანბანის ბრწყინვალებითა და სიდიადით 😀

აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი მუშაობს ყოველგვარი დაჯეილბრეიქების გარეშე. მაგრამ თუ თქვენი iხელსაწყო დაჯეილბრეიქებულია, ფაილურ სისტემასთან წვდომა გაქვთ და plist-ებსაც არედაქტირებთ, მაშინ პირდაპირ შეგიძლიათ .GlobalPreferences.plist-ის შეცვლით გაააქტიუროთ ქართული კლავიატურა.

განახლება (22:55 GET): სანამ ამ ინსტრუქციების მიჰყვებით, საჭიროა ინგლისურის გარდა ნებისმიერი სხვა რომელიმე კლავიატურაც გქონდეთ გააქტიურებული.

156 comments

  1. იუჰუ!


  2. გამარჯობა, მივყევი თქვენს ინსტრუქციას არ გამომდის. მე მაკი მაქვს და შეიზლება ამიტომაც არ გამომდის.

    ფანჯარაში ამომიგდო შემგეგი მონაცემები:

    AppleKeyboardUIMode
    3
    AppleLocale
    en_US

    სამწუხაროდ array – ტეგები ვერ ვიპოვე და ხომ ვერ მეტყვით სად უნდა დავამატო? უბრალოდ ახალ სტრიქონად რომ ვამატებ და არ მაძლევს უფელებას. იქნებ დამეხმაროთ, მადლობა წინასწარ!


    • ფორუმზე ჰქონდა ერთს მსგავსი პრობლემა. როგორც მომწერა მის შემთხვევაში
      /private/var/mobile/Library/Preferences-ში იყო შესაბამისი .GlobalPreferences.plist ფაილი და არა Library/Preferences-ში.

      ასევე, სანამ ამ ინსტრუქციებს მიჰყვებით, საჭიროა რაიმე სხვა კლავიატურაც ჩართოთ წინასწარ (მაგალითად, ინგლისური და რუსული). თუ მხოლოდ ნაგულისხმევი ინგლისური კლავიატურაა და დამატებით რომელიმე სხვა ენის განლაგება არ გაგიაქტიურებიათ, ეს მეთოდი არ იმუშავებს 🙂


      • მეც მსგავსი პრობლემა წამომეჭრა IPhone 4s-ზე. მერე შევამჩნიე რომ მითითებულ ეკრანზე ორი .GlobalPreferences.plist ფაილია. ამიტომ ფაილების სია დაასორტირეთ სახელის მიხედვით და ორიდან ერთ-ერთ ფაილში ისეთი სტრუქტურის ფაილი დაგხვდებათ როგორც სტატიაშია მითითებული.

        დანარჩენმა ყველაფერმა მშვენივრად იმუშავა. მადლობა ავტორს.


      • მე /private/var/ -ს ვაფშე ვერ ვპოულობ 😦


        • არც ჩემთან არაა, მხოლოდ ერთი .GlobalPreferences.plist-ია. მაგრამ ერთია თუ რამდენიმე, სხვადასხვა კლავიატურას რომ გაააქტიურებ, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს რომელიმეში…


          • კი მაგრამ ეგ კლავიატურა როგორ უნდა გავაქტიურო კაცო? 🙂 მაიტა სკაიპისავით რამე არა გაქვს რომ იქ დავიხმაუროთ? 😀


          • იმას ვამბობ, რომ შედი შენს iDevice-ში Settings-> General-> international -> Keyboards კლიკე Add New keyboard-ს და რამე სხვა კლავიატურა დაამატე — არაბული, ბულგარული ან რამე და მერე გაიმეორე ინსტრუქციები-მეთქი 🙂

            შეკითხვები თუ გაქვს და კვლავ რამე არ გამოვიდა, აქ შეგიძლია იკითხო და სქრინშოტები დაყარო: http://forum.ge/?f=98&showtopic=34265022&st=645 მე თუ ვერა, სხვა რომელიმე გაგცემს პასუხს 🙂


          • შეეენ გაიხარე უფროსოოო :)))) დიდი მადლობა :)))


  3. შენ გაიხარე, როგორც მე გავიხარე ეხლა ამით და ქართული კლავიატურის ამოქმედებით აიფონში. შენ გენაცვალე ვინცა ხარ!


  4. დიდი მადლობა. iPad2-ზე დავაყენე და კარგად უშაობს


  5. შენ გაიხარე და აშენდი, ყოჩაღ!!! არ ვიცი კიდე რა გითხრა, ჯიგარ ჯიგარ ჯიგარ!!! :)))


  6. არაფონეტიკური კლავიატურა ნეტავ არ არის დაინსტალირებული? შიფტებით აკრეფვა ჭშთღჟძჩ ცოტა მოუხერხებელია


  7. გაიხარე, დაგლოცოს ღმერთმა ამ კარგი საქმისთვის. გამოვიდა ipad 2 ზე.:)


  8. დიდი მადლობა, გაიხარეთ. დავაყენე!


  9. უფ! გაიხარე! 🙂


  10. აიპედზე სცადეთ რომელიმემ? აიპედ2-ზე 5.0.1 ოს-ით არ გამოდის. ყველაფერს გააკეთებ, არანაირი ერორი არ ვარდება და რესტარტის შემდეგ კლავიატურა არ ჩნდება


    • chemtanac egrea.
      davakene, titkos kvelaperi kargad, magram ro gadaitvirta marto inglisuri klaviatura darcha 😦
      Ipad 2. version 4.3.5 (BL1)


  11. გაიხარე! დადგა iPhone 4S და iPad 2-ზე (iOS 5.0.1).
    ერთი რამე შევამჩნიე, თუ არ მეშლება… კლავიატურის პარამეტრის ჩამატების შემდეგ დისკეტის იკონაზე გაკლიკებამ ცვლილებები არ შეინახა (რომ აღვადგინე ბექაფიდან, გადატვირთვის შემდეგ ქართული კლავიატურა არ იყო დამატებული). შემდეგ ცვლილებები შევინახე command+S-ით და ყველაფერი უპრობლემოდ დადგა.
    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!


  12. gaixaret ojaxebshi!


  13. კარგი ხარ, ვიღაცა ხარ, გაიხარე ოჯახში 😀


  14. დიდი მადლობა!!! iPad 2-ზე უპრობლემოდ დავაყენე. ძალიან მაგარი საქმე გააკეთე ამით შენ! გაგახაროს ღმერთმა 🙂


  15. rom va-save-b, eg panjara ise rcheba da arapers ar shveba arc miwers da save dao da arc araperi da ra vqna? mac maq


  16. ძალიან კარგია რომ გააკეთეთ. ამას დიდი ხანი ვეძებდი.


  17. gaumarjoss zmaa,zaan kaiaa rom dade mara ver vaketeb:) esieigi me maqvs rusuladd ra ituness karochee pirveli rom gaixsnaa itunes chemi ipadis saxelis marcxena knopkass davachire da ise mvnishne buck up,anu rusulad sozdat kopuiu xolo mere movnishne buc k up to this computer mere ragac ganaxleba tu ragac daiwtyo da ver movwvi da mere gavxseni programaa da chavwere da davsave ar gamodis.kacurad tu sheileba gavaketoo damexmaree ra:)))


    • მართალი გითხრა, ვერაფერი გავიგე 😀 ზემოთ დავდე უკვე ფორუმის ლინკი და მანდ თუ შეგიძლია სურათები დაყარო თუ რას ვერ აკეთებ კონკრეტულად, ან სადმე ატვირთო და აქ დადო ბმულები უკეთ დაგეხმარები…


  18. iee yoveli shemtxvevistvis ori klavituraaa maqvs gaaqtiurebuli inglisuric da ruslic oriveti vsargeblob


  19. ჯიგარი ხარ, ვიღაცა ხარ 🙂
    მადლობა, ამაში 50 ლარი მომთხოვეს აიფონ + ში. საღოლ
    მადლობა, მადლობა, მადლობა


  20. ყოჩაღ, ძაან მაგარია…
    პატივს ვცემ ნიჭიერ ხალხს


  21. […] ხნის წინ ქართულ ინტერნეტში ერთერთ ქართულ ბლოგზე გამოჩნდა iOS -ში ქართული კლავიატურის […]


  22. ჩემი კაიდ
    ნიკალაიდ
    და შე ჩემის
    კარგის ყლაიდ

    ვრაითენ ფრომ აიპედ რა რრრრ სინიორინა


  23. გაიხარეეე!!!! მაგრამ ბევრი ვიწვალე ბოლოს მივხვდი რომ ის მეორე უნდა წამეშალა …..

    თუ შეძლებ იქნებ გვასწავლო მენიუ როგორ გადავიყვანოოო ქართულად.

    შობას გილოცავ უფალი გფარავდეს


  24. მიდი ქართული ენაც გააჩალიჩე საღოლьლьლьლьლь


  25. davayeeeee IPAd 2-ze (5.0.1)

    didi madloba


  26. დიდი მადლობა


  27. დიდი მადლობა! გავაკეთე და მუშაობს!


  28. გამარჯობა ძმა, დამეხმარე თუ შეგიძლია.iphone 3gs მაქვს. დავამატე არაბული , მერე ibackupbot ში სადაც მითითებული გქონდა იქ ჩავწერე არაბულის ნაცვლად ka@hw=US;sw=Georgian-Phoneticდა დავასეივე.itune_ში back up გავაკეთე და არაფერი არ შეიცვალა,რა უნდა გავაკეთო?მადლობა წინასწარ


  29. au me ver gavakete .GlobalPreferences.plist amas ro vxsni bevri ram ar weria rogorc suratzea da iqneb rame mishvelot raa :S :S :S :S :X :X


  30. didi madloba kvelaperi rigzea!


  31. patara shetsdoma. mase a ka@hw=Georgian;sw=Georgian

    ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic

    phonetics gara kvekfgthb cnsored ari


  32. ka@hw=Georgian;sw=Georgian


  33. შენ გაიხარე სხვის ცოლებში


  34. Me ipad2 4.3.5 ios-ze yvelaferi instruqciis mixedvit gavakete, magram ushedegod…
    Davijero amistvis ar arsebobs sxva gza???


    • და პოსტის სათაურისთვის არ შეგიხედავს? 😀 4.X.X ვერსიებზე ამ მეთოდით არ დაყენდება 🙂


  35. iphone 3g – ზე არ ყენდება თუ რატომ ვერ გავაკეთე? ზუსტად ასე გავაკეთე:(


  36. მე მაქ ios 5.1 ხოდა რო შევდივარ .Globalpreferences.plist ესე არ გამოიყურება და შესაბამისად ვერ ვამატებ შიგნით ქართულ კლავიატურას, დასეივებისას ერორს მიგდებდა. ხოდა იქნებ ეს globalpreferences ფაილი ტექსტ დოკუმენტის სახით ატვირთოთ რო, რომ გადმოვწერ დავაკოპირო ??? წინასწარ მადლობა, და თუ ეს არ ივარგებს სხვა რამე მირჩიეთ რა ვქნა


    • ეგ ფაილი ყველასთან ინდივიდუალურია, ატვირთვა არ გამოვა 🙂 ზოგთან ორი .GlobalPreferences.plist-ია, ერთ-ერთს ისეთივე სტრუქტურა აქვს როგორც სტატიაშია…


  37. გაიხარეთ !!!
    iOS 5.1.1 დაყენდა უპრობლემოდ.


  38. ძაან მაგარია, “იმენა გაასწორა”, გაიხარეთ. დავაინსტალირე და ვკაიფობ. ნუ ისეთ სიამოვნებას ვგრძონ რო ნუ რავიცი… მთელი ღამე ვწვალობი ქართული კლავიატურის დაყენებას და ძლის მოგაგენით.
    მადლობა


  39. saertod ver gavige rogor unda vqna (( arada dzalian mchirdeba qartuli klaviatura ((


  40. კარგი ინფორმაციაა.. მაინტერესებს წავა თუ არა ეს ინსტრუქცია hp touchpad-ზე.. ყიდვას ვაპირებ ))


  41. დიდი მადლობა. როგორც იქნა ქართული ენაზე შემიძლია წერა ჩემს iPhone4-ში.


  42. შენ გაიხარე!!


  43. […] kilavagora დააშეარე:PrintLike this:LikeBe the first to like […]


  44. restore from backup როგორ გავაკეთო?


  45. chemtan ar a-svae-ebs da iqneb damexmarot ra 😦
    iPad 5.1.1. maqvs


  46. chemtan ar a-save-ebs da ra vqna?
    iPad 5.1.1 maqvs


  47. sagolmagari xar bevri ki vicaliche magram mainc gamovida :D:D:D


  48. gavakete iphone 3gs ze, gamovida, madloba didi, gaixare


  49. დიდი მადლობა ინსტრუქციისთვის, iPad 1-ზე (iOS 5.11) დავაყენე წარმატებით და fonts.ge-ზეც განვათავსებ ამ ინსტრუქციას (რა თქმა უნდა წყაროს მითითებით) რათა უფრო ხელმისაწვდომი იყოს 🙂


  50. უღრმესი მადლობა, თქვენი დახმარებით ქართული შრიფტი დავაყენე როგორც ipon-ზე ასევე iPad-ზე

    კეთილი სურვილებით
    მ.მ


  51. 5.1.1 ze araa eg faili da ravqna sadvipovo 😕


    • კომენტარები წაიკითხე. ორი შესაძლო ადგილია, სადაც შეიძლება იყოს 🙂


  52. ვინმემ თუ დააყენეთ 5.1.1 ვერსიაზე გთხოვთ დაწეროთ თუ როგორ.


  53. გაიხარე ჯიგარი ხარ 🙂 და თუ იმასაც დაწერ კალენდარიც როგორ გავასწოროთ ქართულად სულ დაგლიჯავ 😉


  54. ver vaseiveb vinme damexmaaros comand + s ar moqmedebs


  55. ver vaseiveb vinme damexmaros


  56. 5.1.1 ze mosinjet vinmem ? davamate enebi mara mag dasaxelebas applekeyboarda ar agdebs marto applelanguage da ragacaa kide am global generalshi es apple keyboardi ki chans


  57. iqneb IOS6 mishvelot vimeeem qartuli klaviatura mindaa ipad3 ze


    • iOS 6-ზეც იგივე პრინციპით ყენდება 🙂


    • gamarjoba, me erti ragac davamugame, yvelafers rom gaaketebt ise, rogorc zemot moyvanil instruqciashia da jeri midgeba iphones agdgenaze sarezervo kopiodan, itunes-is nacvlad me gamoviyene sxva metodi. ibackupbot-shi virchev sarezervo kopios, romelshidac cvlilebebi shevitanet, da marjvena gilaki da RESTORE, yvelaferi tavisit dadgeba.


  58. AppleKeyboardska@hw=US;sw=Georgian-Phonetic

    ესე ვამატებ, მერე ვასეივებ და მერე პატარა ფანჯარას მიგდებს და აწერია: Error Found non-key inside at line 20. ვინმეს შეუძლია მითხრას რატო მიწერს ამას? არ მინახია დაემატა თუ არა, ასე უნდა წერდეს – არ მივაქციო ყურადღება?


    • მგონი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩანაწერს არასწორად ამატებ. რაღაც შეცდომაა ფორმატში 🙂


  59. gamarjobat, me erti ragac davamugame, yvelafers rom gaaketebt ise, rogorc zemot moyvanil instruqciashia da jeri midgeba iphones agdgenaze sarezervo kopiodan, itunes-is nacvlad me gamoviyene sxva metodi. ibackupbot-shi virchev sarezervo kopios, romelshidac cvlilebebi shevitanet, da marjvena gilaki da RESTORE, yvelaferi tavisit dadgeba.


  60. საღოლ ძაან მაგარი ხარ!!! 🙂 iOs6 დაყენდა უპრობლემოდ


  61. დიდი მადლობა! მესამე ცდაზე გამომივიდა 😄


  62. iOS 6.0.1 არ მუშაობს?


  63. დიდი მადლობა ქართველობისათვის!


  64. მაქვს iphone 5, iOS 6.0.2 დავაყენე და ჩვეულებრივ მუშაობს.. ინსტრუქცის მიყევით ზედმიწევნით და უპრობლემოთ დააყენებთ. მე მეორე ენა რუსული დავაყენე და მერე ქართულით შევცვალე, მადლობა დიდი


  65. გაიხარეეეე !!! დავაყენე აიფონ 5-ზე უპრობლემოდ


  66. გამარჯობათ.

    კარგი ტუტორიალია მადლობა მაქვს მარტო რამოდენიმე რჩევა

    აულილებლათ დაამატეტ რომ არსებობს ორი გლობალპრეფერენს ფაილი მომიწია მთელი კომენტების წაკიითხვა რის მერეც შევძელი გამეკეტა ქარტული კლავიატურა 3გენ აიპადზე 6.0.1 ვერსია

    პლუს კიდევ არ ვიცი რისი ბრლია შეიძლება იმისა რომ გადატვირტვის მერე ეგრევე გამოვაზრე კაბელი კომპიდან ანუ აიპადი ვაშლზე ცერდებოდა და არ ირტვებოდა დამჭირდა tun on და home ღილაკწბის კონბინაცია რომ ცამერტო აიპადი

    კიდევ ვერ შევდიოდი ინტერნეტსი მიუხედავად apn გაწერელი 3g.ge მარტო turn on და home კომპინაციამ უშველა

    ამის დაწერა მინდოდა მარტო მადლობა კიდევ ერტხელ


  67. დიდი მადლობა!
    „3gs 6.0.1 -ზე დავაყენე უპრობლემოდ და კი ორი ფაილია მაგ სახელით და რომელშიც მეტი ტექსტია იქ უნდა ჩაამატოთ. ერთში სამი-ოთხი სტრიქონი კოდი ეწერა მხოლოდ და რათქმაუნდა ეგ არ იქნებოდა და მეორე ფაილი გავხსენი და იქ ჩავამატე.

    კაბელი მეც ეტყობა დროზე ადრე გამოვაძრე და გაიტიშა ტელეფონი. მერე ისევ შევაერთე და გააგრძელა, გადაიტვირთა, ჩაირთო და ენდე, ქართული კლავიატურა დამხვდა უკვე ჩართული და გააქტიურებული. ნაის 🙂


  68. აუ არა, მეორე ტელეფონზე დავაყენე და ბოლოში ბექაფი რომ აღადგინა, მერე გაითიშა და სანამ კაბელი არ გამოვაძრე და თავიდან არ შევარჭე არ ჩაირთო ტელეფონი.


  69. დიდი მადლობა ტუტორიალისთვის!
    დავაყენე და კლავიატურა მუშაობს, მაგრამ 3G აირია, მეგონა კავშირში არ იყო, მაგრამ მეგობარსაც დავუყენე და იმასთანაც აღარ მუშაობს 3G :(( ხომ ვერ დამეხმარებით?


  70. ძალიან დიდი მადლობა!!!
    iPhone 4S iOS 6.01-ზე უპრობლემოდ დაყენდა 🙂


  71. გამარჯობათ,
    აქ როგორც არის აღწერილი მასე ვაკეთებ,
    მაგრამ iTunes-ში, Backup-ის გაკეთებამდე Encrypt iPhone backup – ის გათიშვაა საჭირო, მე კიდე ვერ ვთიშავ იმიტომ, რომ პაროლს მთხოვს, არცერთი ჩემი პაროლი არ ემთხვევა. არც iTunes და არც Passcode Lock – ის.
    როგორ გავიგო რა პაროლი აყენია?
    iPhone 4S 32GB Black (MD242ZP) iOS 6.0.1


    • ესეიგი, გავაკეთე ტელეფონიდანვე Erase All Content and Settings, შევაერთე iTunes ში და თვითონვე მოხსნილი იყო “პტიჩკა” Encrypt iPhone backup ზე, გავაკეთე ბექაფი და ყველაფერი ისე როგორც აქ არის აღწერილი, ხოდა გამოვიდა ყველაფერი ხუთიანზე
      ერთი პრობლემა მაქვს, კონტაქტები დავკარგე 😦
      მაგრამ რაც მთავარი იყო ის გავაკეთე, ქართული ენა
      მადლობა


  72. გამარჯობა,
    აიოს 6-ზე ქართული ფონტი არის განსხვავებული და ხომ არ იცით, როგორ შეიძლება დაყენდეს ნორმალური ქართული ფონტი?? ისეთივე, როგორც თავდაპირველად დაყენდა თქვენი ინსტრუქციის შემდეგ.
    მადლობა


  73. უღრმესი მადლობა !!!


  74. iphone 4-ze uproblemod dayenda, magram 5-ze ar yendeba arafrit, ver gavarkvie ratom, ikneb mirchiot rame?


  75. iPhone 4S iOS 6 -ზე არ წავა? :/


  76. iphone 5 და iphone 4S – ზეც იგივე ინსტრუქციით ყენდება


  77. მოკლედ save_ს ვაძლევ პროგრამაში ვხურავ ფანჯარას , გადამოწმების მიზნით ისევ ვხსნი ფაილს და ცვლილებები არ არის შეტანილი . რა ვქნა ? Globalpreference რომ არის ფაილი იმაზეა საუბარი


  78. P.S. მოკლედ ეს ახალი ibackupbot_ის პრობლემა იყო რა და მუშა ვერსია აგერ https://www.sugarsync.com/pf/D7147993_61484247_93576


  79. ბექაფის აღდგენას რომ ვაძლევ პაროლს მთხოვს და ვერ ვხვდები რის პაროლს. შეგიძლიათ დამეხმაროთ?


  80. zustad gavakete yvelaferi, rac aq weria,,, magram araferi gamomdis… rodesac vapeisteb ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic, vaseiveb, gamovdivar da es naweri araa damaxsovrebuli…


  81. მაკზე და ვინდოუსზე სოფტი არ მუშაობს, მაკზე 3.0 ვერსია ჩაწერეთ. ახალი და იმუშავებს.


    • ეს კომენტარი მე მეხება? :)) არ მაქვს მაკი, ჩვეულებრივი ვინდოუსია და მიშველეთ რაააა


  82. ბოდიში….მაკზე ახალი 3.5.7 არ მუშაობს, 3.0 ჩაწერეთ საიტზეა.


  83. ჩემი კომენტები წაშალეთ, ამერია , ახალი ვერსიაა მაკისთვის ! 4.0.4 რომელიც არ მუშაობს, საიტზეა 3.6.4 რომელიც მუშაობს.


  84. IOS 6.1.3 – ზე არ ყენდება? მივყევი ინსტრუქციას, restore-იც გააკეთა მაგრამ არ დაყენდა.. სანამ restore-ს გავაკეთებ global preference ფანჯარა დავხურო?
    რომ ვასეივებ, ვხურავ ფანჯარას და ახლიდან ვხსნი, კოდი ჩასმული არაა ანუ არ ასეივებს და რისი ბრალია?


    • anu me rac da were egaa . me rom versia davde imit gamova . chemtanac eg problema iyo


      • 3.6.4 ვერსია ჩაწერეთ და არა ახალი და დაასეივებს


        • მაკისთვის, 3.6.4 ვინდოუსისთვის ამან რაც ჩაწერა ის


  85. აღნიშნული პლეილისტის დასანახად iFile-ში ჩართეთ ფუნქცია დაფარული ფაილების დასანახად. ეს დაჯეილბრეიქებულ დივაისებს ეხება, ანუ ვინც პირდაპირ ტელეფონიდან შეცვლის სტრინგს.


  86. iBackupBot-ის ახალი ვერსია მშვენივრად იმახსოვრებს ცვლილებებს. უბრალოდ, საჭირო .plist ფაილის მოძებნაა ცოტა რთული.


  87. აგერ არის ლინკი გადმოიწერეთ ძველი ვერსია პროგრამა და დაყენების ეს ინსტრუქცია. ვცადე 6,1,3 იოსზე 4Sზე და მუშაობს უპრობლემოდ

    https://docs.google.com/file/d/0B5NiTvwz4IcSYmVoa25UVUkwRnM/edit?usp=sharing


  88. არ გინდათ ეს ძველი ვერსია… აზრი აღარ აქვს. უკვე მერამდენე ადამიანს დავუყენე Mountain Lion-ზე iBackupBot 4.1.6 ვერსია და მაგითი ჩავურედაქტირე iOS-ის ბექაფი. მშვენივრად დადგა ქართული კლავიატურა.


  89. Madlobaaaa :))))


  90. გამარჯობა.
    iTunes ქართულ პლასტიკურ ბარათებს აღარ იღებს.
    ადრე ნომებრამდე მქონდა ერთი ბარათი, უბრალოდ მისამართი მქონდა მითითებული აზერბაიჯანული და ჩვეულებრივად მუშაობდა. როცა ბარათს ვადა გაუვიდა და მის მაგივრად სხვა ბარათით ვცადე აქტივაცია, უბრალოდ აღარ მიიღო, არ ემთხვევა მისამართსო.
    მირჩევთ რამეს, iTunes-ზე ქართული საბანკო ბარათით რომ შევძლო აპლიკაციების ყიდვა?

    მადლობა წინასწარ.


  91. აიბოტის ახალ ვერსიზე ყენდება? გუშინ ვცადე უშედეგოდ


  92. iPhone 5-ზე (iOS 6.4.1) არ დგება. 4-ზე უპრობლემოდ დავაყენე, მაგრამ 5-ზე არ უნდა. ნამდივილად ორი ფიალია ამ სახელით, ერთს ისეთი სტრუქტურა აქვს, როგორც სტატიაში, ვარედაქტირებ, მაგრამ არ გაოდის 😦


    • დავაყენე iPhone 5-ზეც. მაგრამ პირდაპირ ფაილის ჩასწორებით არ იმუშავა. დავაბეკაპე iPhone 4რომელზეც ამ ინსტრუქციის მიხედვით პირველივე მცდებლობაზე დაყენდა. გავხსენი მე-4-ს ბეკაპი და ამ ფაილის კონტენტი დავაკოპირე მე-5 ფაილში. მერე აღვადგინე და წაიღიო. მისტიკა და ჯადო.


  93. iOS 7 ზე არ ყენდება ამ ხერხით მგონი. რამდენჯერმე ვცადე და არაფერი გამომივიდა… იქნებ დამეხმაროთ?


    • ვვარაუდობ, icopybot ვერ მუშაობს iOS 7-ის ბექაფებთან. იმედია, განაახლებენ. მანამდე კი ძველი, iOS 6-ის ბექაფი რომ აღადგინო, კლავიატურაც უნდა გადმოყვეს წესით 🙂


  94. iOS7ze izams tu tyuilad unda vcadoo?


  95. iOS 7-ზე მინდა დავაყენო და გამოვა ამინსტრუქციით?


    • ეგ პროგრამა არ მუშაობს წესიერად iOS 7-ზე. სხვადასხვა ვერსია მოსინჯე და რომელიმემ შეიძლება წაიღოს თუ მონახა შესაბამისი .GlobalPreferences.plist ფაილი 🙂 სამწუხაროდ, არ მაქვს iOS 7-იანი მოწყობილობა და პირადად ვერ დატესტავ.


  96. რამოდენიმე დღის წინ ჩავდე iOS 7.0.2-ში ქართული კლავიატურა iBackupBot 5.0.3-ით (Mac OS X-ზე). მშვენივრად ჩაიწერა და მუშაობს კიდეც.


    • ios7 maqvs da .GlobalPreferences.plist roca vxsnii applekayboard ar weria ro chavamato ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic.damexmaret ,winaswar gixdit madlobas


  97. გამარჯობათ. iPhone 5S-ზე, iOS 7.0.3-ზე ვცადე და ყველაფერი ნაკლოდ მუშაობს. მადლობა ავტორს.


  98. დავაყენეეე უმაგრესი კაცი ხააარ შენ გაიხარეეეეეე ! ! !


  99. თუ შეგიძლიათ, რომ დამეხმაროთ: ინსტრუქციის შესაბამისად ყველაფერი გავაკეთე, თუმცა save არ აკეთებს, ანუ Iphone 5 აყენია iOS 7 და GlobalPreferences.plist ფაილს რომ ვარედაქტირებ არ ინახავს, ვინემს ხომ არ გაქვთ ამასთან დაკავშრებით მოსაზრება?


    • მეც იგივე პრობლემა მაქვს: რედაქტირების შემდეგ save-ს არ აკეთებს Iphone 4S -ზე 😦


  100. მე მგონი ბევრად უკეთესი ინსტრუქცია ვიპოვე

    http://blog.koridze.com/tutorial/georgian-keyboard-in-ios-operating-system/


  101. IOS 7-ზე შევძლებ ამ მეთოდით დაყენებას? 😦


    • კი, უბრალოდ ზოგჯერ იმ პროგრამის ზოგი ვერსია არ მუშაობს და რამდენიმე ცდამ შეიძლება მოგიწიოს, რომ დაასეივო 🙂


      • უპრობლემოოოოოდ დაყენდაააა ^_^ დიდი მადლობა


  102. გამარჯობა…მე რაღაც უფრო იშვიათი გართულება შემექმნა. ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ Restore-ს ვერ ვაკეთებ iTunes-ში, Not enogh memory-ო… 16-დან 3.8GB თავისუფალია.
    იქნებ მირჩიოთ რა ვქნა :/


  103. გამარჯობა, მივყევი თქვენს ისნტრუქციას და გადატვირთვისას გამოჩნდა ხაზი, დაიწყო თეთრად შევსება ერთ ადგილზე გაჩერდა და ამის შემდეგ აღარ ირთვება. ხომ ვერ მეტყვით როგორ მოვიქცე?


  104. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი მოდიფიცირებული plist ფაილი – GlobalPreferences.plist საკმარისია კლავიატურის დასაყენებლად. არაა საჭირო მთელი ბექაფის აღდგენა ამ საქმისათვის. iBackupBot და plist რედაქტორიც ამის საშუალებას იძლევა.
    ავტორს – რესპექტ!


  105. IOS 7-zec dayendeba am metodit ?


  106. IOS 7-ზე დაყენდება ? იქნებ დამეხმაროთ :)))


  107. გამარჯობა, ხომ არ იცით რა შეიძლება ვუყო Hardware Keyboard-ს? ანუ მანდ hw=US რომ წერია, მაგის მაგივრად რამე სხვა არ უშველის? მაქვს Logitech-ის კლავიატურა iPad-ისთვის და არ წერს ქართულად. hw=Georgian და მსგავსი კომბინაციები ვცადე და მერე ხელი ჩავიქნიე ბოლოს.


    • არ ვიცი ზუსტად 🙂 მაშინ რომ ვიქექებოდი, ესე მახსოვს, რომ Bluetooth-ის კლავიატურებში არ იყო ქართული, მაგრამ iOS 7-მდე რა შეიცვალა, ვერ ვიტყვი. თუ ვინმე მოხალისე მომაწვდის iOS 7-იან ხელსაწყოსა და კლავიატურას, მერე ჩავატარებ ექსპერიმენტებს 😀


  108. გამარჯობათ, ვცდილობ დავაყენოქართული ფონტი, მივყევი თქვენს ინსტრუქციას და რომ ვხსნი iBackupBot for iTunes მარცხენა მხარეს მხოლოდ iBackupBot for iTunes system files da user app files ფოლდერებს მიგდებს preferences საერთოდ არ ჩანს, იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ როგორ მოვიქცე მადლობა წინასწარ დახმარებისათვის


  109. გამარჯობა… თქვენი ინსტრუქციის მიხედვით მშვენივრად დავაყენე ქართული კლავიატურა.. დღეს კი მას შემდეგ რაც განვაახლე IOS 8, აღმოჩნდა რომ ჩაყლაპა…:((((( პროგრამით შევედი და ის ჩაკოპირეული ლინკი ხელუხლებელია, მაგრამ კლავიატრურა მაინც არ არის 😦


    • სამწუხაროდ, აღარ მუშაობს ეს მეთოდი, ეფლმა ქართული კლავიატურა ამოიღო iOS
      8-დან.


      • აფსუს…არა და რა კარგი იყო!…
        რამდენი ვიწვალე და ვერ დადგა – თურმე ამოუღიათ 😦 …
        რაიმე სხვა მეთოდი არ არის ნეტავ?
        ეშველება რამე?


        • ფაილურ სისტემაში არის კლავიტურა, მაგრამ როგორც ჩანს ეგ მეთოდი არ მუშაობს უბრალოდ 🙂 ისე, კი Apple-მა კლავიატურის API ღია გახადა და ახლა app store-დან შეგიძლიათ დააყენოთ სხვადასხვა კლავიატურა. ვიღაცამ უკვე გააკეთა ქართული. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ კლავიატურებს პოტენციურად ყველა აკრეფილი ინფორმაციის გაგზავნა შეუძლიათ საკუთარ სერვერებზე 🙂


  110. Anu tu igzavneba gamodis rom ar Rirs dayeneba ara?


  111. მგონი iOS 8-ზე აღარ მუშაობს?


  112. 7 mushaobsuproblemod


  113. გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ,ყველაფერს ვაკეთბ როგორც ნაჩვენებია, მაგრამ არ ყენდება არ ინახავს და რა გავაკეთო? found non-key inside at line ასე მიცერს და იქნებ დამეხმაროთ?!


  114. […] ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ დაყენების… […]


  115. Qartuli meniu



Leave a reply to Kilavagora კომენტარის გაუქმება